—

უკრაინის საგარეო უწყება - მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ

62
უკრაინის საგარეო უწყება - მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ
მოსასმენად დააჭირეთ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია გლდანის #18 ციხის საავადმყოფოში მყოფი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების მიერ…

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია გლდანის #18 ციხის საავადმყოფოში მყოფი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

უკრაინული მხარე საქართველოს მთავრობას მიმართავს, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა უზრუნველყოს.

„უკრაინული მხარე კვლავ მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევა, გადაიყვანოს ის მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში,“- აღნიშნულია განცხადებაში.

უზრუნველყონ მიხეილ სააკაშვილის სათანადო სამედიცინო დახმარება და გადაუდებელი დახმარებისთვის ის მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანოს", - წერია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის საელჩოს დიპლომატები ელოდებიან თანხმობას მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად.

„უკრაინა კვლავაც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვასა და მის უკრაინაში დაბრუნებას,“- აღნიშნულია განცხადებაში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →