—

ახალგაზრდა ბიჭი ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა- ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს

47
ახალგაზრდა ბიჭი ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა- ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს
მოსასმენად დააჭირეთ

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში მცხოვრები 19 წლის ბიჭი ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.

ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. 

გარდაცვლილი ბიჭის ოჯახი მომხდარში კლინიკას ადანაშაულებს.

ოჯახის ახლობლების განცხადებით, გარდაცვლილს 11 ნოემბერს კუჭის წყლულის ოპერაცია ახალციხის საავადმყოფოში ჩაუტარდა და 16 ნოემბერს საავადმყოფოდან გაწერეს, თუმცა 17-ში პაციენტის უკან დაბრუნება მოითხოვეს და ის მალევე გარდაიცვალა.

"დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ სასწრაფო ოპერაცია ჩაატარეს. ოთხი დღის შემდეგ გამოწერეს და სახლში წავიყვანეთ. თავს კარგად გრძნობდა. ამის შემდეგ მისი უკან დაბრუნება მოითხოვეს და თქვეს, რომ 10 დღის შემდეგ გამოწერდნენ. წავიყვანეთ საავადმყოფოში და დღეს დაგვირეკეს, რომ ცუდად გახდა და ახალქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახალქალაქის საავადმყოფოში კი გვითხრეს, რომ როცა გადმოიყვანეს ის უკვე გარდაცვლილი იყო.

არ ვიცით რა მოხდა. ამის გაგება გვინდა, რატომ მოხდა ასე,"- აცხადებს გარდაცვლილის ერთ-ერთი ახლობელი "რუსთავი 2-თან". 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →