—

გიორგი ვაშაძე - დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში

27
გიორგი ვაშაძე - დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში
მოსასმენად დააჭირეთ

განსაცდელში მყოფი ადამიანის ამ მდგომარეობაში დატოვება არის ადამიანურობის, ქრისტიანობის და ღირსების საკითხი - ასე ეხმაურება „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე , N18 სამკურნალო დაწესებულებაში…

განსაცდელში მყოფი ადამიანის ამ მდგომარეობაში დატოვება არის ადამიანურობის, ქრისტიანობის და ღირსების საკითხი - ასე ეხმაურება „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, N18 სამკურნალო დაწესებულებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გონების დაკარგვის ფაქტს.

მისივე თქმით, ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყოველგვარ პოლიტიკის საზღვრებს სცდება.

"მივმართავ "ქართულ ოცნებას", დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში!

ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყოველგვარ პოლიტიკის საზღვრებს სცდება.

განსაცდელში მყოფი ადამიანის ამ მდგომარეობაში დატოვება არის ადამიანურობის, ქრისტიანობის და ღირსების საკითხი.

თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულებაა, რომ ჩვენი ქმედებებით ან უმოქმედობით არ დავაყენოთ არცერთი ადამიანის სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ!", - წერს გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა N18 სამკურნალო დაწესებულებაში გონება დაკარგა. ექიმ - რეანიმატოლოგ გულიკო ქილიფთარის ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა სინკოპეს ეპიზოდს და მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია. მიხეილ სააკაშვილი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და სჭირდება მონიტორინგი.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →