—

პენიტენციურმა სამსახურმა ალტერნატიულ კონსილიუმს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის უფლება მისცა

49
პენიტენციურმა სამსახურმა ალტერნატიულ კონსილიუმს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის უფლება მისცა
მოსასმენად დააჭირეთ

პენიტენციურმა სამსახურმა ალტერნატიულ კონსილიუმს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის უფლება მისცა.

ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ კომისიის წევრები, მოინახულებენ მესამე პრეზიდენტს, გაეცნობიან სამედიცინო დოკუმენტაციას და ციხის საავადმყოფოში არსებულ პირობებს, რის შემდეგაც კონსილიუმის წევრები საკუთარ დასკვნას გამოაქვეყნებენ;

ჯერჯერობით უცნობია როდის შევა მარიამ ჯიშკარიანი გლდანის დაწესებულებაში და "ემპათიას" ხელმძღვანელი ახლა პენიტენციური სამსახურისგან დროის დაზუსტებას ელოდება. 

"დღეს მივიღეთ პენიტენციურისგან წერილი, რომლის მიხედვითაც, ექსპერტიზაზე ცენტრი ემპათიას ექსპერტები იქნებიან შეშვებული. თარიღი მითითებული არ არის და შესაბამისად, შევთანხმდებით ექსპერტებთან, როდის განხორციელდება ეს შეხვედრა"- ამბობს ჯიშკარიანი. 

ცენტრმა "ემპათიამ" ალტერნატიული კომისია 2 კვირის წინ შექმნა და ექსპრეზიდენტის მონახულებას ამ დრომდე ელოდებოდა. 

"ეს გაჭიანურება არ იყო კანონიერი. ჩვენ რა თქმა უნდა გვჭირდება სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც ადვოკატებს უკვე დიდი ხანია არ მიეწოდება. ჩვენ არ გვაქვს სამწუხაროდ ის სამედიცინო დოკუმენტაცია, 3 ნოემბრიდან დღევანდელი დღის ჩათვლით, რაც საჭიროა სამედიცინო შემოწმებისა და შეფასებისთვის" - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა. 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →