—

კობახიძე- შეიძლება ომბუდსმენის და ექიმის პირდაპირი პასუხისმგებლობა მოჰყვეს

46
კობახიძე- შეიძლება ომბუდსმენის და ექიმის პირდაპირი პასუხისმგებლობა მოჰყვეს
მოსასმენად დააჭირეთ

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველის შექმნილი კონსილიუმის დასკვნას პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ყალბ ინფორმაციას უწოდებს.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველის შექმნილი კონსილიუმის დასკვნას პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ყალბ ინფორმაციას უწოდებს. 

მისი თქმით, იმ შედეგის გათვალისწინებით, რაც ამგვარ "ფეიკ" დასკვნას შეიძლება მოჰყვეს, გამორიცხსული არ არის სახალხო დამცველისა და ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. 

"ამ ე.წ. კონსილიუმს უნდა მოემზადებინა დასკვნა არა შიმშილობის მკურნალობასთან დაკავშირებით, არამედ შიმშილობის შემდგომ ეტაპთან დაკავშირებით - ეს რომ არ გააკეთა, ეს მარტივი დასტურია მისი პოლიტიკური მიკერძოების. ანუ იმ თავითვე "ფეიკია", რაც გააკეთა ე.წ. კონსილიუმმა.

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, როცა იდება ასეთი "ფეიკ" დასკვნა მათ შორის ექიმებისა და სახალხო დამცველის მიერ - წარმოიდგინეთ ამ "ფეიკს" მოჰყვა გაგრძელება და გაგრძელება არის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ამას მოჰყვა ის სცენარი, რომლისაც ჩვენ გვეშინია. ამ შემთხვევაში ეს მორიგი "ფეიკი" ხდება ისეთი რამ, რასაც შეიძლება პირდაპირი პასუხისმგებლობაც მოჰყვეს, მათ შორის ომბუდსმენის და ექიმის", - თქვა კობახიძემ.

(report.ge)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →