—

მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი უფლებადამცველი დიმიტრი საძაგლიშვილი მივიდა.

44
 მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი უფლებადამცველი დიმიტრი საძაგლიშვილი მივიდა.
მოსასმენად დააჭირეთ

გლდანის მეთვრამეტე სამკურნალო დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი უფლებადამცველი დიმიტრი საძაგლიშვილი მივიდა.

ადვოკატის განცხადებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა ცალსახად დაადგინა, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, თუმცა ხელისუფლება სააკაშვილთან დაკავშირებით არა რეალური საჭიროებებიდან, არამედ მათი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე ხელმძღვანელობს.

"ჩვენ გუშინ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმთა ექსპერტების ჯგუფის მიერ გაცემული დასკვნა, რომლის მიხედვით სააკაშვილის გადაყვანა და მისი მკურნალობის გაგრძელება მრავალპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში არის აუცილებელი. მანამდე მსგავსი დასკვნა მოსმენილი გვქონდა თავად ხელისუფლების მიერ შექმნილი კონსილიუმისგან. ამ დაწესებულების შესწავლის შედეგად სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ჯგუფმა ცალსახად დაადგინა, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების მიზანია სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ბუნებრივია, ეს დიდი ხანი გაკეთებული ექნებოდათ, მაგრამ ისინი სააკაშვილთან დაკავშირებით ხელმძღვანელობენ არა რეალური საჭიროებებიდან, არამედ მათი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე. ამიტომ, არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ მათგან გონივრულ ნაბიჯებს, ან ქმედებებს ველოდეთ”, - აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →