—

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის წევრი - ვთვლით, რომ სააკაშვილის მდგომარეობა ისეთია, პაციენტი საჭიროებს გადაყვანას

31
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის წევრი - ვთვლით, რომ სააკაშვილის მდგომარეობა ისეთია, პაციენტი საჭიროებს გადაყვანას
მოსასმენად დააჭირეთ

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი მულტიპროფილური ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ექიმი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ცხრავე ექიმის პოზიცია ერთიანია.

როგორც ექიმმა თენგიზ წულაძემ სახალხო დამცველისა და მულტიპროფილური ჯგუფის წევრების შეხვედრის მიმდინარეობისას მედიასთან განაცხადა, დასკვნა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

მისივე განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ისეთია, რომ საჭიროებს გადაყვანას.

„მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო. ჩვენ ვთვლით, რომ მისი მდგომარეობა ისეთია, რომ პაციენტი საჭიროებს გადაყვანას, მაგრამ საბოლოო დასკვნას მოგახსენებთ. ამ საკითხზე 9-ვე ექიმი ერთ ჭკუაზე ვართ, გამოვალთ და მოგახსენებთ“, - განაცხადა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ექიმმა თენგიზ წულაძემ.

სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ საქართველოს სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა მულტიპროფილური ჯგუფი ამ წუთებში შეხვედრას მართავენ. შეხვედრა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და N18 დაწესებულების მონიტორინგის შედეგებს უკავშირდება.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →