—

გიული ალასანია - სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა მომეწონა - მან დიდი იმედი გამიჩინა

31
გიული ალასანია - სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა მომეწონა - მან დიდი იმედი გამიჩინა
მოსასმენად დააჭირეთ

სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გამოსვლა მომეწონა - მან დიდი იმედი გამიჩინა, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატების…

სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გამოსვლა მომეწონა - მან დიდი იმედი გამიჩინა, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატების მოსანახულებლად იმყოფება.

ალასანიას შეფასებით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის თაობაზე პირდაპირ იმის გამო არ თქვა, რომ ჩათვალა, ეს მისი სფერო არ არის და საბოლოოდ ექიმების გადასაწყვეტი საკითხია.

"ამ ყველაფერმა მოლოდინი და იმედი გამიჩინა, რომ ბოლოს და ბოლოს დაიძვრება პროცესები, რაც დიდი ხნის წინ უნდა დაძრულიყო. ქალბატონმა სალომემ ფაქტობრივად ყველა იმ კითხვას უპასუხა, რაც მთელი ეს დღეები ისმოდა. მადლობელი ვარ. ვფიქრობ, მისი გამოსვლა საკმაოდ კრიტიკული იყო. სულ ვისმენთ ოფიციალური პირების დაუფიქრებელ, არაფრთხილ გამოთქმებს, რასაც ქალბატონმა სალომემ ყურადღება მიაქცია. მან აღნიშნა, რომ ასეთი გამოთქმები საზოგადოებაში მღელვარებას იწვევს, რაც ნამდვილად ასეა", - განაცხადა გიული ალასანიამ.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →