—

თუ სააკაშვილს რამე მოუვა, პასუხისმგებელი თავად იქნება - ანდრია ჯაღმაიძე

26
თუ სააკაშვილს რამე მოუვა, პასუხისმგებელი თავად იქნება - ანდრია ჯაღმაიძე
მოსასმენად დააჭირეთ

"თუ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს რამე მო­უ­ვა, ამა­ზე თა­ვად იქ­ნე­ბა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი“, - ეს გან­ცხა­დე­ბა სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა, დე­კა­ნოზ­მა ან­დრია…

"თუ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს რამე მო­უ­ვა, ამა­ზე თა­ვად იქ­ნე­ბა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი“, - ეს გან­ცხა­დე­ბა სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა, დე­კა­ნოზ­მა ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძემ გა­ა­კეთა.

დე­კა­ნო­ზის თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლის შიმშლო­ბა მისი პო­ლი­ტი­კუ­რი ამო­ცა­ნე­ბით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, ამი­ტომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა პრო­ტეს­ტის ამ ფორ­მის შე­დე­გებ­ზე მხო­ლოდ მას ეკის­რე­ბა.

"მი­ხე­ი­ლი შიმ­ში­ლობს პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვით, მას არ აშიმ­ში­ლე­ბენ, არ ავალ­დე­ბუ­ლე­ბენ შიმშლო­ბას. ჩვენ, სა­პატ­რი­არ­ქომ, მას მო­ვუ­წო­დეთ, რომ ეს მისი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ზი­ა­ნოა და შე­წყვი­ტოს. სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა, არ არის ქრის­ტი­ა­ნუ­ლად გა­მარ­თლე­ბუ­ლი აქტი. უმ­კურ­ნა­ლეთ სა­თა­ნა­დოდ სა­ა­კაშ­ვილს და ყვე­ლა ადა­მი­ანს, ვი­საც ეს სჭრ­დე­ბა. მაგ­რამ რაც შე­ე­ხე­ბა სა­მო­ქალ­ქო კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნის მო­თხოვ­ნას, ეს უკვე პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბაა და ამა­ში ნუ ჩამ­რევთ“ - აღ­ნიშ­ნა დე­კა­ნოზ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქოს რე­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს, რად­გან მათ­თვის მხო­ლოდ ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბია ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

Report.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →