—

სომხეთმა დიალოგისკენ მოწოდებას ყური უნდა დაუგდოს - ჯეიჰუნ ბაირამოვი

38
სომხეთმა დიალოგისკენ მოწოდებას ყური უნდა დაუგდოს - ჯეიჰუნ ბაირამოვი
მოსასმენად დააჭირეთ

სომხეთმა დიალოგისკენ მოწოდებას ყური უნდა დაუგდოს. რაც უფრო ადრე გააკეთებს ერევანი ამას, პატივს სცემს მეზობელ სახელმწიფოებს და აღიარებს მათ საზღვრებს, მით უფრო მალე მოგვარდება პრობლემები, - ამის შესახებ აზერბაიჯანის…

სომხეთმა დიალოგისკენ მოწოდებას ყური უნდა დაუგდოს. რაც უფრო ადრე გააკეთებს ერევანი ამას, პატივს სცემს მეზობელ სახელმწიფოებს და აღიარებს მათ საზღვრებს, მით უფრო მალე მოგვარდება პრობლემები, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ერევანში ბაქოს მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები კვლავ ჟღერს.

"ეს არის ძალიან საშიში განცხადებები. სომეხი პოლიტიკოსები უფრო გააზრებულად და პასუხისმგებლობით უნდა იქცეოდნენ. გასული 30 წლის პროცესების ანალიზით ირკვევა, რამდენი პრობლემა და ნგრევა მოუტანა სომხეთს მეზობელ ქვეყნებზე ტერიტორიული პრეტენზიების პოლიტიკამ. ეს სომხეთშიც იციან. იმედი მაქვს, რომ ერევანი მომავალში სწორ დასკვნებს გააკეთებს“, - განაცხადა ბაირამოვმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →