—

რა პირობებით შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები აზერბაიჯანის რესპუბლიკაში შესვლას პანდემიის დროს?

55
რა პირობებით შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები აზერბაიჯანის რესპუბლიკაში შესვლას პანდემიის დროს?
მოსასმენად დააჭირეთ

კოვიდვაკცინით შესვლის პირობები:

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კერძო ან საქმიანი ვიზიტით საჰაერო გზით მიმავალ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ჩატარებული აქვთ ვაქცინაციის სრული კურსი (ორი დოზა, Janssen (J&J) შემთხვევაში ერთი დოზა), ესაჭიროებათ აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბის ნებართვა.

დაშვებული ვაქცინებია: Pfizer-BioTech, AstraZeneca, Moderna, Janssen (Johnson&Johnson), Sinopharm, Sinovac და Sputnik V.

საზღვრის კვეთისას მოქალაქემ უნდა წარადგინოს გამგზავრებამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი (არ ეხება 1 წლამდე ასაკის ბავშვებს), ასევე, კოვიდ-პასპორტი ან გამოჯანმრთელების ცნობა.

კოვიდვაქცინის გარეშე შესვლის პირობები: 

კოვიდვაქცინის გარეშე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კერძო ან საქმიანი ვიზიტით საჰაერო გზით გამგზავრების უფლება აქვს მხოლოდ ქვემოთ მითითებულ კატეგორიას, წინასწარი ნებართვის გარეშე: აზერბაიჯანში მუშაობის/ბინადრობის მოწმობის მქონე პირები; აზერბაიჯანის მოქალაქის ოჯახის წევრები(მეუღლე, შვილი, მშობელი). 

საზღვრის კვეთისას მოქალაქემ უნდა წარადგინოს გამგზავრებამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი (არ ეხება 1 წლამდე ასაკის ბავშვებს).

ტრანზიტით გავლის პირობები:

აზერბაიჯანის ტერიტორიის ტრანზიტით გავლისათვის, მოქალაქემ უნდა დააკმაყოფილოს საბოლოო დანიშნულების ქვეყნის მოთხოვნები, ასევე, წარადგინოს გამგზავრებამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი (არ ეხება 1 წლამდე ასაკის ბავშვებს). 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →