—

რა უნდა გავითვალისწინოთ კოვიდ-სერტიფიკატით საზღვარგარეთ გამგზავრებამდე

50
რა უნდა გავითვალისწინოთ კოვიდ-სერტიფიკატით საზღვარგარეთ გამგზავრებამდე
მოსასმენად დააჭირეთ

ციფრული კოვიდ-პასპორტის ერთიან სივრცეს, სადაც 49 ქვეყანაა გაწევრიანებული, საქართველოც მიუერთდა. საქართველოს მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ, ევროკავშირის 27, ასევე, ევროკავშირის არაწევრ 22 ქვეყანაში მხოლოდ ციფრული…

ციფრული კოვიდ-პასპორტის ერთიან სივრცეს, სადაც 49 ქვეყანაა გაწევრიანებული, საქართველოც მიუერთდა. საქართველოს მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ, ევროკავშირის 27, ასევე, ევროკავშირის არაწევრ 22 ქვეყანაში მხოლოდ ციფრული  კოვიდ-სერტიფიკაითა და საქართველოში გაცემული კოვიდ-ბარათით მოგზაურობა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალურ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაშია განმარტებული, ციფრული კოვიდ-სერტიფიკატით სარგებლობისთვის საჭიროა, მოქალაქეებმა App Store-დან ჩამოტვირთონ აპლიკაცია Georgia e Health და გაიარონ მარტივი რეგისტრაცია.

აპლიკაცია აჩვენებს ინფორმაციას პირის სტატუსის (ვაქცინაციის, ტესტირებისა და კოვიდის გადატანის) შესახებ.

„იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს რაიმე მიზეზით არ შეუძლია ციფრული კოვიდ-სერტიფიკატისთვის საჭირო აპლიკაციის ჩამოტვირთვა, მან უნდა მიმართოს იუსტიციის სახლს და აიღოს კოვიდ-ბარათი. თუ მოქალაქეს 17 ნოემბრამდე უკვე აღებული აქვს კოვიდ-ბარათი, აუცილებელია მისი განახლება.

ნებისმიერ შემთხვევაში, საზღვარგარეთ გამგზავრებამდე, პირმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის საშუალებით უნდა გადაამოწმოს, რა პოლიტიკას/რეგულაციებს იყენებს ეს თუ ის ქვეყანა საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალურ ინფორმაციაში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →