—

კობახიძე- ერთადერთი, რაც შიმშილობის შემდეგ სჭირდება ადამიანს, არის საკვების დოზირება

48
კობახიძე- ერთადერთი, რაც შიმშილობის შემდეგ სჭირდება ადამიანს, არის საკვების დოზირება
მოსასმენად დააჭირეთ

ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის აზრით, მოშიმშილე ადამიანს რეაბილიტაციისთვის მულტიფუნქციური კლინიკა არ სჭირდება და მხოლოდ საკვების დოზირებაც საკმარისია.

"მილიონ ადამიანს უშიმშილია საქართველოში. შიმშილობის შემდეგ არავის არ დასჭირვებია არანაირი მულტიფუნქციური და მაღალტექნოლოგიური კლინიკა, იმისათვის, რომ გაიაროს რეაბილიტაცია. ერთადერთი, რაც სჭირდება ადამიანს შიმშილობის შემდეგ, ესაა საკვების სათანადო დოზირება", - თქვა მან პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას, მას შემდეგ, რაც მოშიმშილე ელენე ხოშტარია მოინახულა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 48 დღეა შიმშილობს. სააკაშვილი ამბობს, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში შიმშილობას შეწყვეტს. 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →