—

სააკაშვილის ადვოკათი- დღევანდელი დღე განსაკუთრებით მნივნელოვანია, რადგან ველოდებით სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ახალი კონსილიუმის დასკვნას

50
სააკაშვილის ადვოკათი- დღევანდელი დღე განსაკუთრებით მნივნელოვანია, რადგან ველოდებით სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ახალი კონსილიუმის დასკვნას
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მისი უფლებადამცველი შოთა თუთბერიძე მივიდა.

ადვოკატის განცხადებით, დღევანდელი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის დასკვნას ელოდებიან.

თუთბერიძის თქმით, აღნიშნული დასკვნას როგორც საქართველოში, ასევე სტრასბურგის სასამართლოში კარგი მტკიცებულებითი მნიშვნელობა ექნება.

„ვაპირებ მესამე პრეზიდენტის მონახულებას ჩვეულებრივ რეჟიმში. დღევანდელ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ კუთხით, რომ ველოდებით სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ახალი კონსილიუმის დასკვნას. ვფიქრობ, ეს დოკუმენტი განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება როგორც საქართველოში, ასევე სტრასბურგის სასამართლოსთვის და ექნება კარგი მტკიცებულებითი მნიშვნელობა. ამასთან, დარწმუნებული ვარ, რომ პროფესიონალები საბოლოოდ შეიმუშავებენ რეკომენდაციას, რომლის მიხედვით მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევა მე-18 დაწესებულებაში შეუძლებელია”, - აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მის მიერ შექმნილ მულტიპროფილურ ​ ექსპერტთა ჯგუფთან ერთად ციხეში ყოფილი პრეზიდენტი გუშინ მოინახულა.

როგორც ნინო ლომჯარიმამ  პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ მედიასთან განაცხადა, ექიმებმა გასინჯეს მიხეილ სააკაშვილი და დაათვალიერეს ციხის სამედიცინო ინფრასტრუქტურა.

შესაბამისი დასკვნა კი უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.

(ინტერპრესნიუსი)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →