—

იაგო ხვიჩია - შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალია, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გააგზავნონ

58
იაგო ხვიჩია - შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალია, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გააგზავნონ
მოსასმენად დააჭირეთ

წარმოიდგინეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ხართ - დაიჯერებდით ყველაფერს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ იტყოდა?! – ამის შესახებ “გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იმ განცხადებასთან დაკავშირებით…

წარმოიდგინეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ხართ - დაიჯერებდით ყველაფერს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ იტყოდა?! – ამის შესახებ “გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იმ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის კერძო სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე აქციები არ გაიმართება.

ხვიჩიას თქმით, სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანას დიდი მნიშვნელობა არ გააჩნია, რადგან იგივე ხმაური კლინიკასთან დაიწყება და საქართველოში მიხეილ სააკაშვილის არათავისუფალ მდგომარეობაში ყოფნით ის პროცესები გაგრძელდება, რაც ახლა ხდება.

“ამიტომ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალია, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გააგზავნონ და იქ თუ უნდა კონსილიუმი შეიკრიბოს და თუ უნდათ - სხვა რამ.

ხომ შეიძლება ამდენი აქციებით, მიტინგებით, ხმაურითა და თუნდაც “გაჯინებით” დაიღალონ? - ხომ უშვებთ, რომ შეიძლება “ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ამით დაიღალოს. ამ დროს სწორი გამოსავალია, რომ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ გაუშვან“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →