—

ვატო სურგულაძე - სასიკვდილო შედეგი შესაძლოა, ყოველ წუთს დადგეს - ძილში, დგომის დროს, საუბრისას - არ გვინდა, რომ მესამე პრეზიდენტი მოვკლათ

66
ვატო სურგულაძე - სასიკვდილო შედეგი შესაძლოა, ყოველ წუთს დადგეს - ძილში, დგომის დროს, საუბრისას - არ გვინდა, რომ მესამე პრეზიდენტი მოვკლათ
მოსასმენად დააჭირეთ

ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტი ვატო სურგულაძე მიიჩნევს, რომ თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დაუყოვნებლივ არ გადაიყვანენ სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში, შესაძლოა, დაიღუპოს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აუცილებელია, მიხეილ სააკაშვილი ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყოს და მისთვის დახმარების გაწევა ძალიან საჩქაროა.

„მიხეილ სააკაშვილი არ გადაჰყავთ იმ დაწესებულებაში, სადაც ის ნორმალურ სამედიცინო დახმარებას მიიღებს. 2 კვირის განმავლობაში ცდილობენ, ამბულატორია საავადმყოფოს დაამსგავსონ, მაგრამ მარტო აპარატურის შეტანა არ არის. მთავარია, ვინ, როგორ იმუშავებს და როგორი ტიპის მონიტორინგი ესაჭიროება. არსებობს ნელსონ მანდელას წესები, შიმშილობის 47-ე დღიდან მსჯავრდებული პაციენტი უნდა იყოს მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, არ უნდა რჩებოდეს მარტო, პულსი 24 საათის განმავლობაში უნდა გაკონტროლდეს. ამ შემთხვევაში, სასიკვდილო შედეგი შესაძლოა, ყოველ წუთს დადგეს - ძილში, დგომის დროს, საუბრისას. არ გვინდა, რომ ადამიანი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მოვკლათ. მერე არც ჩვენი კულტურა და ისტორია გვიშველის მსოფლიოს თვალში. ეს ძალიან საჩქაროა, რადგან სიკვდილი შეიძლება ყოველ წუთს დადგეს“, - განაცხადა სურგულაძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →