—

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

56
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
მოსასმენად დააჭირეთ

16 ნოემბრის საღამოდან აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე ვითარება დასტაბილურდა.

interpress.ge აცხადებს, რომ ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

"სომხეთის პროვოკაციამ და პოლიტიკურმა ავანტიურამ სახელმწიფო საზღვარზე სრული კრახი განიცადა. ოპერატიულ ვითარებას ჩვენი დანაყოფები აკონტროლებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიებზე მსახურებას აგრძელებენ.

"სომხეთის პროვოკაციის შედეგად წარმოქმნილ დაძაბულობასა და დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, უწყების ცნობით, სახელმწიფო საზღვარზე 16 ნოემბერს სომხეთის პროვოკაციებთან დაკავშირებით განხორციელებული სამხედრო ოპერაციების დროს აზერბაიჯანის არმიის შვიდი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →