—

ნიკა გვარამია - მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდად არის

30
ნიკა გვარამია - მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდად არის
მოსასმენად დააჭირეთ

ნიკა გვარამია - მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდად არის - ადამიანი კედელ-კედელ შემოვიდა, ვერ დგას წესიერად ფეხზე

მიხეილ სააკაშვილი ცუდად არ არის, მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდად არის , - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ N18 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს გადაადგილება უჭირს და წინა ვიზიტთან შედარებით კიდევ უფრო დასუსტებულია.

„ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ასეთი ფერის რამდენიმე დღის წინ რომ ვიყავი შესული, არ იყო, ასე სუსტადაც არ იყო. ადამიანი შემოვიდა კედელ-კედელ, რეალურად ვერ დგას წესიერად ფეხზე. უკვე მგონია, რომ რამდენად სწორია, რომ ჩამოჰყავთ. მე თვითონაც უხერხულად ვგრძნობ თავს, რომ ჩემს გამო უნდა ჩამოვიდეს, რა საქმეც არ უნდა იყოს.

რამდენჯერმე ადგა ფეხზე და ჩანს, რომ ქანაობს უკვე ადამიანი, ვერ იკავებს თავს და ვთხოვე, რომ დამჯდარიყო. მიხეილ სააკაშვილი ცუდად არ არის, მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდად არის, ჩემი შეფასებით”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →