—

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ სომხურმა მხარემ მათი ორი სამხედრო დაჭრა

26
აზერბაიჯანი აცხადებს, რომ სომხურმა მხარემ მათი ორი სამხედრო დაჭრა
მოსასმენად დააჭირეთ

სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა სახელმწიფო საზღვრის ქალბაჯარისა და ლაჩინის მონაკვეთებზე ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი პროვოკაცია მოახდინეს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში…

სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა სახელმწიფო საზღვრის ქალბაჯარისა და ლაჩინის მონაკვეთებზე ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი პროვოკაცია მოახდინეს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

უწყების ცნობით, სომეხმა სამხედროებმა სხვადასხვა კალიბრის მცირე ზომის იარაღი და ყუმბარმტყორცნები გამოიყენეს.

"შედეგად, წინასწარი მონაცემებით, აზერბაიჯანის არმიის ორი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. დაშავებულებს სასწრაფოდ პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. ამ დროისთვის მათ სიცოცხლეს არაფერი ემუქრება“, - განაცხადეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ სასწრაფო სამხედრო ოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგად სომეხი სამხედროები განაიარაღეს და დააკავეს.

"აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფები სომხური მხარის პროვოკაციების აღსაკვეთად ადეკვატურ ზომებს იღებენ“, - აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →