—

მართვის მოწმობის გამოცდა რეალურ სივრცეში ჩატარდება

33
მართვის მოწმობის გამოცდა რეალურ სივრცეში ჩატარდება
მოსასმენად დააჭირეთ

მართვის მოწმობის რეალურ პირობებში ჩაბარება 2022 წლის 25 აპრილიდან იქნება სავალდებულო. პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს სამი მოსმენით დაუჭირა მხარი, რაც ნიშნავს, რომ საკანონმდებლო…

მართვის მოწმობის რეალურ პირობებში ჩაბარება 2022 წლის 25 აპრილიდან იქნება სავალდებულო. პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს სამი მოსმენით დაუჭირა მხარი, რაც ნიშნავს, რომ საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნების შემდეგ, ის ძალაში შევა.

"2022 წლის 25 აპრილიდან გახდება სავალდებულო რეალურ პირობებში მართვის მოწმობის ჩაბარება, ეს ეხება პირველ ეტაპზე “B” და “BE” ეკატეგორიის ავტომობილებზე, ხოლო 2022 წლის 7 ნოემბრიდან რეალურ მოძრაობაში გამოცდის ჩაბარება სავალდებულო გახდება ყველა კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად", - განაცხადა პლენარულ სესიაზე შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძემ.

"სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ხდება ორეტაპიანი. პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) ჩატარდება დახურულ საგამოცდო მოედანზე (როგორც ეს ამჟამადაც ხორციელდება), ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი ჩატარდება რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, წინასწარ შერჩეულ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე", - წერია "საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტის განმარტებით ბარათში.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის მართვის მოწმობისთვის გამოცდის ჩაბარება ერთეტაპიანია და სპეციალურად მოწყობილ მოედნებზე მიმდინარეობს

(inforustavi)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →