—

მამუკა ხაზარაძეს და ზურაბ ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ

33
მამუკა ხაზარაძეს და ზურაბ ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ
მოსასმენად დააჭირეთ

"ლელოს" ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს პარლამენტის დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა.

"ლელოს" ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს პარლამენტის დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა.

ზურაბ ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი აცერთი მათგანი ყოფილ.

რაც შეეხება ბადრის ჯაფარიძეს, მისთვის მანდატის შეწყვეტას მხარი დაუჭირა ასევე 79-მა დეპუტატმა, ხოლო 2 წინააღმდეგი იყო.

საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანამდე, მამუკა ხაზარაძისა და ზურაბ ჯაფარიძის განცხადებები პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა შეისწავლა - კომიტეტმა ზურაბ ჯაფარიძისთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი 15 ნოემბერს დაუჭირა, დღეს კი დეპუტატებმა მამუკა ხაზარაძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელეს და ამ შემთხვევაშიც, დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ და ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, პარლამენტის დატოვება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გადაწყვიტეს უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტს თავად მიმართეს

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →