—

გამყრელიძე - ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება

59
 გამყრელიძე - ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება
მოსასმენად დააჭირეთ

ეპიდსიტუაცია ქვეყანაში კვლავ დაძაბული რჩება - ყველაზე მძიმე ინდიკატორი რთულდება. რამდენიმე დღეა გარდაცვლილთა 80 შემთხვევაზე მეტი ფიქსირდება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან…

ეპიდსიტუაცია ქვეყანაში კვლავ დაძაბული რჩება - ყველაზე მძიმე ინდიკატორი რთულდება. რამდენიმე დღეა გარდაცვლილთა 80 შემთხვევაზე მეტი ფიქსირდება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულებისას ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, რთულ ეპიდვითარებას მხოლოდ იმუნიზაცია შეაჩერებს.

„ეპიდსიტუაცია ქვეყანაში კვლავ დაძაბული რჩება. რამდენიმე ინდიკატორს საიმედო ტენდენცია აქვს. შემცირდა ე.წ. რეპროდუქციის ინდექსი. წინა ორ სამშაბათთან მიმართებაში 700-800 ერთეულით არის კლება, მაგრამ დღევანდელი შემთხვევა საკმაოდ ბევრია. რამდენიმე დღეა გარდაცვლილთა რაოდენობა 80 შემთხვევაზე მეტი ფიქსირდება. ქვეყანაში ეპიდვითარება რთულია. ამას მხოლოდ აცრა შეაჩერებს.

აცრების დინამიკა ბოლო კვირის განმავლობაში ოდნავ გაუმჯობესებულია. დღეს 8 200-ის ფარგლებში იყო, აქედან საიმედო არის ის, რომ 60% არის პირველადი აცრა. ასევე იმატებს 60 წელს ზემოთ აცრილთა წილი. ბოლო 1 კვირის განმავლობაში აცრილია 12 ათასზე მეტი 60 წელს ზემოთ ასაკის პირი.

ამ წამახალისებელმა ღონისძიებებმა ცოტა იმოქმედა და ეს დინამიკა გაჩნდა. თუმცა, ერთ კვირა ამისთვის მცირეა. იმედი მაქვს, რომ გაიზრდება ხანდაზმული ასაკის აცრის მაჩვენებელი“, - აღნიშნავს გამყრელიძე.

მისივე ინფორმაციით, პირბადის ტარების მაჩვენებელი 37%-ს შეადგენს, რაც „ძალიან ცუდია“. როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, პირბადის ტარების დაბალი მაჩვენებელი და დიდი შეკრებები ეპიდვითარების მაღალი ნიშნულის „ბუსტერია“.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →