—

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესში დისტანციურად ჩართვაზე უარი განაცხადა

40
მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესში დისტანციურად ჩართვაზე უარი განაცხადა
მოსასმენად დააჭირეთ

სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ ააკაშვილმა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან დისტანციურად ჩართვაზე უარი განაცხადა. აღნიშნულის შესახებ თბილისის საქალაქო…

სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ ააკაშვილმა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან დისტანციურად ჩართვაზე უარი განაცხადა. აღნიშნულის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მოსამართლის განმარტებით, სასამართლოს მოთხოვნა პენიტენციურ დაწესებულებაში გაგზავნილი იყო, რომლის თანახმადაც, თუკი ბრალდებულის სასამართლოში წარმოდგენა ვერ მოხდებოდა, მას დისტანციურ რეჟიმში მიეღო მონაწილეობა.

როგორც მოსამართლემ აღნიშნა, პენიტენციური დაწესებულებიდან სააკაშვილის გადმოყვანაზე უარი თქვეს. დისტანციურ მონაწილეობაზე კი თავად ბრალდებული აცხადებს უარს. როგორც მოსამართლემ განმარტა, თუკი ეს ბრალდებულს არ სურს, ეს მისი უფლებაა.

ადვოკატებმა მოსამართლეს იმ დოკუმენტის მატერიალური სახით ჩვენება მოითხოვეს, რომელიც სასამართლომ პენიტენციურ დაწესებულებას გაუგზავნა. დავით კურტანიძის თქმით, მან საკმარისზე მეტი თქვა და დოკუმენტების გამოქვეყნებას არ მოახდენდა. თუმცა, ადვოკატების მიერ გაჟღერებული შუამდგომლობების შემდეგ, მოსამართლემ უფლებადამცველებს პენიტენციურ დაწესებულებაში გაგზავნილი დოკუმენტი აჩვენა.

ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლეს კითხვით მიმართა, თუ რატომ არ ეცნობა ადვოკატებს, რომ სასამართლო ბრალდებულის დისტანციურად ჩართვას ითხოვდა და რა ნორმაზე დაყრდნობით მოითხოვა მან, რომ სააკაშვილი დისტანციურად ჩართულიყო, რადგან წერილის გაგზავნისას მან არ იცოდა სააკაშვილს გადმოიყვანდნენ თუ არა.

"პენიტენციურ სამსახურს გაეგზავნა მოთხოვნა, რომ სასამართლოში წარმოედგინათ მიხეილ სააკავილი, ან დისტანციურად ჩატარებულიყო პროცესი, ამ შემთხვევაში სასამართლოს მხარის თანხმობა არ სჭირდება",- განაცხადა კურტანიძემ.

ადვოკატ ბექა ბასილაიამ მოსამართლეს ჰკითხა, თუ რატომ არ განმარტა მიხეილ სააკაშვილის გადმოყვანაზე პენიტენციური დაწესებულების უარი.

"უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ წარმოვადგინეთო, განმარტა პენიტენციურმა დაწესებულებამ",- განაცხადა მოსამართლემ.

ამასთან, შუამდგომლობების გაჟღერებისას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლეს მიმართა, რომ მისთვის "ბიჭოთი" არ მიემართა, უფრო ადრე კი დავით კურტანიძემ ადვოკატებს შენიშვნა მისცა, "ბატონო დავითით" არ მიემათა და "ბატონო მოსამართლეთი" მიემართა.

"ბიჭოთი ნუ მომმართავთ. თქვენ სახელით მომართვა არ გსიამოვნებთ და ბიჭოთი უნდა მომმართოთ?"- განაცხადა ბასილაიამ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →