—

მინისტრის მოადგილემ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ განაცხადა.

44
მინისტრის მოადგილემ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ განაცხადა.
მოსასმენად დააჭირეთ

ეპიდემიის მაღალი გავრცელების ხელშემწყობია მობილობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, თუნდაც მიმდინარე აქციების პროცესი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას…

ეპიდემიის მაღალი გავრცელების ხელშემწყობია მობილობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, თუნდაც მიმდინარე აქციების პროცესი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა, სადაც ეპიდვითარება შეაფასა.

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, გარდაცვალების მაჩვენებელი ინფიცირების მაჩვენებლის კლებასთან ერთად შემცირდება. ამასთან, გარდაცვალების პროპორცია 1.4%-ის ფარგლებში რჩება.

„დღეს მთავარი არის ის, რომ როგორღაც მოვახერხოთ ეპიდემიის გავრცელების შეკავება. ბუნებრივია, ეპიდემიის ამგვარი მაღალი გავრცელების ხელშემწყობი მობილობის ძალიან მაღალი მაჩვენებელია, თუნდაც მიმდინარე აქციების პროცესი, ყველას გვესმის, რომ ამას ხელს უწყობს.

ძალიან საყურადღებოა დღევანდელ პირობებში ამ მიმართულებითაც ვიფიქროთ, ვაქცინაციის პროგრამა რაც შეიძლება გააქტიურდეს. ის ინტერვალი, რაც არის დაწესებული აცრებს შორის, დავიცვათ. მოქალაქეების აქტიურობა მნიშვნელოვანია“, - აღნიშნავს გაბუნია.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →