—

ადვოკატი - ნებისმიერი განცხადება, თითქოს სააკაშვილზე ზრუნავენ, არის ფარისევლობა

39
ადვოკატი - ნებისმიერი განცხადება, თითქოს სააკაშვილზე ზრუნავენ, არის ფარისევლობა
მოსასმენად დააჭირეთ

იუსტიციის მინისტრის განცხადება კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ რატი ბრეგაძე ჩართულია დანაშაულებრივ საქმიანობაში. მათ მიხეილ სააკაშვილი აწამეს და მისი ნების გარეშე გადაიყვანეს იქ, სადაც ფსიქოლოგიური ტერორი მიმდინარეობს…

იუსტიციის მინისტრის განცხადება კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ რატი ბრეგაძე ჩართულია დანაშაულებრივ საქმიანობაში. მათ მიხეილ სააკაშვილი აწამეს და მისი ნების გარეშე გადაიყვანეს იქ, სადაც ფსიქოლოგიური ტერორი მიმდინარეობს. ნებისმიერი განცხადება თითქოს სააკაშვილზე ზრუნავენ არის ფარისევლობა, - ასე აფასებს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის  ადვოკატი ბექა ბასილაია საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატიბრეგაის განცხადებებს.

ამასთან, ადვოკატი ასევე გამოეხმაურა მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში უკრაინის ომბუდსმენის არშეშვების საკითხს. ბასილაიას განცხადებით, ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური შურისძიების გაგრძელებაა.

„ეს არის ლუსტრაცია იმის, როგორ უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები სააკაშვილის წინააღმდეგ. უკრაინის სახალხო დამცველს რომ არ შეუშვებ უკრაინის მოქალაქესთან შეხვედრაზე, ეს არის პოლიტიკური შურისძიების გაგრძელება“, - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

რაც შეეხება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს, ადვოკატის თქმით, გაუგებარია რატომ არ ხდება ამ დრომდე სააკაშვილის პროცესებზე დასწრება და რატომ გამოყვეს სააკაშვილის საქმე ელგუჯა ცომაიას, მამა-შვილი წოწორიების, ან ნარიმანიძის საქმისგან, „როდესაც ერთობლივად წაუყენეს ამ ადამიანებს ბრალი და ბრალდებების შინაარსი არის ფაქტობრივად იდენტური“.

(ინტერპრიუსი)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →