—

სააკაშვილის ადვოკატი: ხელისფლებას არ სურს უკრაინის სახალხო დამცველმა ნახოს, რა პირობებში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი.

52
სააკაშვილის ადვოკატი: ხელისფლებას არ სურს უკრაინის სახალხო დამცველმა ნახოს, რა პირობებში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი.
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ხელისუფლებას არ სურს უკრაინის სახალხო დამცველმა ნახოს, რა პირობებში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი მე-18 პენიტენციურ…

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ხელისუფლებას არ სურს უკრაინის სახალხო დამცველმა ნახოს, რა პირობებში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში და ამიტომაც არ შეუშვეს მის მოსანახულებლად. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ქმედებებით ცდილობს საქართველოს პროდასავლურ კურსს დაუპირისპირდეს. „ამის გაგრძელება არის უკრაინის სახალხო დამცველის არ შეშვება საპატიმრო დაწესებულებაში, ამის გამოვლინება იყო ევროპარლამენტარის არ შეშვება საპატიმრო დაწესებულებაში და ასევე უკრაინელი ჟურნალისტის, დიმიტრი გორდონის არ შემოშვება საქართველოში. საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რაც სიამოვნებს რუსეთს. საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ქმედებებით ცდილობს დაუპირისპირდეს საქართველოს პროდასავლურ კურსს. გარდა ამისა ადამიანების არ დაშვება მიხეილ სააკაშვილთან, მათ შორის, უკრაინის სახალხო დამცველის, ცხადია მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას არ სურს უკრაინის სახალხო დამცველმა და ევროპარლამენტარებმა ნახონ, რა პირობებში და რა მდგომარეობაში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ამასთან, მისივე განცხადებით, სასამართლო და სახელმწიფო ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს ემალება. „სახელმწიფოს - რეჟიმს ეშინია მიხეილ სააკაშვილის მოყვანა სასამართლოში. ემალება მართლმსაჯულება მიხეილ სააკაშვილს მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ მთავარი მესიჯი 9 წლის განმავლობაში სწორედ ის იყო, რომ სააკაშვილი უნდა წარმსდგარიყო მართლმსაჯულების წინაშე“, - განაცხდა საძაგლიშვილმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →