—

ირაკლი აბესაძე - არაძალადობრივი, მწვავე აქციები აუცილებლად გაგრძელდება - არავინ აპირებს ივანიშვილს აჩუქოს ეს ქვეყანა

32
ირაკლი აბესაძე - არაძალადობრივი, მწვავე აქციები აუცილებლად გაგრძელდება - არავინ აპირებს ივანიშვილს აჩუქოს ეს ქვეყანა
მოსასმენად დააჭირეთ

არაძალადობრივი, მწვავე აქციები აუცილებლად გაგრძელდება - არავინ აპირებს ივანიშვილს აჩუქოს ეს ქვეყანა, აჩუქოს პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე და აჩუქოს პერსპექტივა, რომ ამ ქვეყანაში ნორმალურად იცხოვრონ ადამიანებმა დასავლურ…

არაძალადობრივი, მწვავე აქციები აუცილებლად გაგრძელდება - არავინ აპირებს ივანიშვილს აჩუქოს ეს ქვეყანა, აჩუქოს პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე და აჩუქოს პერსპექტივა, რომ ამ ქვეყანაში ნორმალურად იცხოვრონ ადამიანებმა დასავლურ სივრცეში, - ამის შესახებ დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე განუცხადა.

მისი თქმით, ამ ყველაფერზე საზოგადოება მშვიდად ყურებას არ აპირებს.

"პრეზიდენტ სააკაშვილს სამწუხაროდ, ჩამორთმეული აქვს ყველა სამოქალაქო უფლება, რომელიც ჩვენი კონსტიტუციით გარანტირებულია. მასთან არ უშვებენ ექიმებს და გუშინ ვნახეთ, მათ მიერვე დაბარებულ კონსილიუმს ცინიკურად განუცხადეს, რომ სამუშაო საათები ამოწურულია და მოშიმშილე პრეზიდენტთან არ შეუშვეს, რათა უბრალოდ ჯანმრთელობის მდგომარეობა შეემოწმებინათ. ჩვენ ვნახეთ ევროპარლამენტარისთვის აბსოლუტურად დაუსაბუთებლად ნათქვამი უარი პრეზიდენტ სააკაშვილის მონახულებაზე და რეალურად ეს იყო უარი საქართველოს ევროპულ მომავალზეც. ვნახეთ, პირდაპირ კობახიძის დეკლარირებული ანტიდასავლური, ჩვენი მეგობრების და ჩვენი პარტნიორების საწინააღმდეგო განცხადება, რომლებიც რეალურად და ხმამაღლა იცავენ ჩვენს პოზიციებს ევროპულ ასპარეზზე. ჩვენ ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ ეძლევა სასამართლოში გამოცხადების და იქ კითხვების გაცემის შესაძლებლობა და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე საზოგადოება მშვიდად ყურებას არ აპირებს. ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის, პრეზიდენტის პრობლემა - ეს ზოგადად არის ქვეყნის მომავლის პრობლემა, რა ტიპის ქვეყანაში გვინდა ცხოვრება და რა მომავალი შეიძლება ჰქონდეს საზოგადოების თითოეულ წევრს ამ ქვეყანაში. ამიტომ არაძალადობრივი, მწვავე აქციები აუცილებლად გაგრძელდება - არავინ აპირებს ივანიშვილს აჩუქოს ეს ქვეყანა, აჩუქოს პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე და აჩუქოს პერსპექტივა, რომ ამ ქვეყანაში ნორმალურად იცხოვრონ ადამიანებმა დასავლურ სივრცეში", - განაცხადა აბესაძემ.

(ინტერპრესნიუსი)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →