—

ნიკა მელია - ვთავაზობ შესაბამის უწყებას, ჩამოაყალიბოს ჯგუფი, რათა ყველა დეტალი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით, გავიაროთ

22
ნიკა მელია - ვთავაზობ შესაბამის უწყებას, ჩამოაყალიბოს ჯგუფი, რათა ყველა დეტალი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით, გავიაროთ
მოსასმენად დააჭირეთ

ნიკა მელია ხელისუფლებას სთავაზობს მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ადვოკატის, ოჯახის წევრის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და სამოქალაქო საზოგადოების ერთი წარმომადგენლის შემადგენლობით ჯგუფი ჩამოაყალიბოს, რათა ყველა დეტალი…

ნიკა მელია ხელისუფლებას სთავაზობს მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ადვოკატის, ოჯახის წევრის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და სამოქალაქო საზოგადოების ერთი წარმომადგენლის შემადგენლობით ჯგუფი ჩამოაყალიბოს, რათა ყველა დეტალი, რაც სამოქალაქო საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას უკავშირდება გაიარონ.

ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კვლავ რჩება ძალაში პირობა, რომ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, უშუალოდ სამოქალაქო საავადმყოფოს გარშემო საპროტესტო აქცია არ გაიმართება.

„ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ ვიღებთ მთლიანად პასუხისმგებლობას, რომ არანაირი საპროტესტო აქცია არ გაიმართება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის შემდეგ სამოქალაქო საავადმყოფოში, უშუალოდ სამოქალაქო საავადმყოფოს გარშემო. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ არანაირი საპროტესტო აქცია არ გაიმართება სამოქალაქო საავადმყოფოსთან. მეტიც, მე ვთავაზობ შესაბამის უწყებას, რომ ჩამოაყალიბოს ჯგუფი, სადაც შევლენ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, მიხეილ სააკაშვილის ერთი ოჯახის წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი წევრი, სამოქალაქო საზოგადოების ერთი, მაქსიმალურად მაღალი ნდობით მოსარგებლე წევრი, რათა ყველა დეტალი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით გავიაროთ, რომ თავიდან ავირიდოთ მაქსიმალურად ყველა გაუგებრობა და ექსცესი“, - განაცხადა მელიამ.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →