—

გიგა ბოკერია - საქართველოს როგორც თავისუფალი ქვეყნის მომავალი და ივანიშვილის რეჟიმი ერთმანეთთან შეუთავსებელია - რეჟიმების შეცვლას სჭირდება გრძელვადიანი პროტესტი

29
გიგა ბოკერია - საქართველოს როგორც თავისუფალი ქვეყნის მომავალი და ივანიშვილის რეჟიმი ერთმანეთთან შეუთავსებელია - რეჟიმების შეცვლას სჭირდება გრძელვადიანი პროტესტი
მოსასმენად დააჭირეთ

პოლიტიკური დევნის გამოვლინება, ყველაზე მახინჯი ფორმით, ვიხილეთ მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში გადაიყვანეს. ეს არის არა სააკაშვილის ან მისი მომხრეების, არამედ ქვეყნის დემოკრატიული ტრადიციების…

პოლიტიკური დევნის გამოვლინება, ყველაზე მახინჯი ფორმით, ვიხილეთ მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში გადაიყვანეს. ეს არის არა სააკაშვილის ან მისი მომხრეების, არამედ ქვეყნის დემოკრატიული ტრადიციების შეურაცხყოფა, - ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მედიასთან განაცხადა.

გიგა ბოკერიას შეფასებით, თავად შიმშილობის მომხრე არ არის, რადგან ხელისუფლების გონივრულ რეაქციაზე გათვლის გაკეთება, როდესაც ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ეხება საქმე, ბრძოლის სწორ ფორმად არ მიაჩნია.

,,მე შიმშილობის მომხრე არ ვარ, ეს იცის ყველამ, მათ შორის ჩემმა მეგობარმა ელენე ხოშტარიამ, არ მიმაჩნია ასეთ რეჟიმთან ბრძოლისას სწორ ფორმად მათ გონივრულ რეაქციაზე გათვლის გაკეთება, როდესაც ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ეხება საქმე. პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა, არის ივანიშვილის რეჟიმზე, მან მიიყვანა ვითარება ასეთ ზღვრამდე და მოშიმშილე პრეზიდენტთან მიმართებაში დამატებით არაერთი საშინელი საქციელი ჩაიდინა. ეს ძალიან ძვირი ფასი დაუჯდება ივანიშვილს და მის გარემოცვას, საჭიროა ნებისყოფის გამოჩენა და ამ პროტესტის გაფართოება იმისთვის, რომ საბოლოო ამოცანას მივაღწიოთ.

საქართველოს როგორც თავისუფალი ქვეყნის მომავალი და ივანიშვილის რეჟიმი ერთმანეთთან შეუთავსებელია. ამ რეჟიმის მშვიდობიანად დამარცხების გარეშე, შანსი არ გვაქვს ამოცანების მისაღწევად, უფრო მეტიც, ივანიშვილის ხელში ჩვენს დემოკრატიას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს ემუქრება უზარმაზარი საფრთხე. ამის გარშემო იკვრება ფართო კონსენსუსი არამხოლოდ ოპოზიციის, არამედ საზოგადოების კრიტიკული მასის. მაგრამ, ასეთი რეჟიმების შეცვლას სჭირდება გრძელვადიანი პროტესტი, ნებისყოფა და იმ ადამიანთა შრის გაფართოება, რომელიც მზად არის პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს”, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →