—

ვახტანგ კალოიანი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობა არ არის კრიტიკული, თუმცა საკმაოდ მძიმეა

122
ვახტანგ კალოიანი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობა არ არის კრიტიკული, თუმცა საკმაოდ მძიმეა
მოსასმენად დააჭირეთ

დღეს არის ელენე ხოშტარია ს შიმშილობის მე-12 დღე. სიტუაცია, სამწუხაროდ, იმ ლოგიკის მიხედვით ვითარდება, რაც შიმშილობას ახასიათებს. მეტად არის გამოხატული სისუსტე და ინტოქსიკაცია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“…

დღეს არის ელენე ხოშტარიას შიმშილობის მე-12 დღე. სიტუაცია, სამწუხაროდ, იმ ლოგიკის მიხედვით ვითარდება, რაც შიმშილობას ახასიათებს. მეტად არის გამოხატული სისუსტე და ინტოქსიკაცია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა და ელენე ხოშტარიას ექიმმა, ვახტანგ კალოიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იდეალური იქნებოდა შიმშილობის შეწყვეტა და ხოშტარიას ჰოსპიტალში გადაყვანა, რაზეც ამ ეტაპზე ის უარს აცხადებს.

„იყო ღებინების რამდენიმე ეპიზოდი, რაც ინტოქსიკაციის მაჩვენებელია. მას გარკვეული სამედიცინო მანიპულაციები, რაც ამ პირობებში შესაძლებელია, უტარდება. დღეს დაგეგმილია გარკვეული ჩარევები და ლაბორატორიული ანალიზების კონტროლი. იმედი გვაქვს, რომ ამ ჩარევებით ვითარების მეტ-ნაკლები სტაბილიზაცია და გაუარესების შემცირება მოხდება.

აქ ექიმები იმყოფებიან და ძალიან აქტიურად არიან ჩართული. ელენე ხოშტარია მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ლაბორატორიულ პარამეტრებში არის გაუარესება, რაც ინტოქსიკაციის თვალსაზრისით გამოიხატება. ეს მოითხოვს დამატებით ჩარევას დამატებითი მედიკამენტების მიღების სახით. მდგომარეობა არ არის კრიტიკული და ტრაგიკული, თუმცა საკმაოდ მძიმეა და ამ ტემპით გაუარესება მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საფრთხე იქნება“, - განაცხადა კალოიანმა.

Ipn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →