—

ანა ფოტიგა - ბატონო მიხეილ, გაძლიერდით ჩვენ თქვენ გვერდით ვართ!

25
ანა ფოტიგა - ბატონო მიხეილ, გაძლიერდით ჩვენ თქვენ გვერდით ვართ!
მოსასმენად დააჭირეთ

ბატონო მიხეილ, გაძლიერდით ჩვენ თქვენ გვერდით ვართ,- ასე მიმართა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს , რომლის მონახულების შესაძლებლობა მას იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით…

ბატონო მიხეილ, გაძლიერდით ჩვენ თქვენ გვერდით ვართ,- ასე მიმართა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომლის მონახულების შესაძლებლობა მას იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით არ მიეცა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იმოქმედებს თუ არა ის ფაქტორი, რომ ევროპარლამენტარი არ შეუშვეს საპატიმრო დაწესებულებაში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, ანა ფოტიგამ განაცხადა, რომ მას საკმაო გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ შესაბამისი უწყების მხრიდან ვიზიტზე უარის მიღების შესაძლებლობა გაეთვალა.

„მე მესმის ჩემი სამუშაოს ღირებულება ევროპარლამენტისა და უფრო ფართე მასშტაბებით, მაგრამ ნამდვილად ვერ გავაზვიადებ ჩემი სამუშაოს მნიშვნელობას. მე ამ ფაქტიდან გამოვიტან დასკვნებს. ეს იყო ერთ-ერთი სცენარი, რომელიც მივიღე მხედველობაში, როდესაც საქართველოში ჩამოვედი, საკმაოდ გამოცდილი ვარ იმისთვის, რომ დავინახო შემდეგი სცენარი ყველა შემთხვევაში. ეს არის უკმაყოფილების საგანი, გულდასაწყვეტია, ეს შეიძლება სასარგებლო ყოფილიყო. ვფიქრობ, რომ კვლავ არსებობს საშუალება, ამ ძალიან საშიში სიტუაციიდან გამოსვლის და ეს ითხოვს კეთილ ნებას. პასუხისმგებლობა, ძირითადად მმართველ ძალას ეკისრება იმ შემთხვევაში, როდესაც პატიმარი იღებს ასეთ ექსტრემალურ გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება და ამისთვის მზაობა, რა თქმა უნდა, ძალზე რთული გადაწყვეტილებაა,ყველა შემთხვევაში"-, განაცხადა ფოტიკამ.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →