—

ზაალ უდუმაშვილი - მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს, რომელიც 1 თვეა დამალულია და რომლის პასუხისმგებლობაა, იზრუნოს სააკაშვილის ჯანმრთელობაზე - როდემდე დაიმალებით?!

29
ზაალ უდუმაშვილი - მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს, რომელიც 1 თვეა დამალულია და რომლის პასუხისმგებლობაა, იზრუნოს სააკაშვილის ჯანმრთელობაზე - როდემდე დაიმალებით?!
მოსასმენად დააჭირეთ

„როდემდე დაიმალებით ან თქვენ, ან სხვები?! ყველას მოუწევს პასუხისგება,- ასე მიმართა ჯანდაცვის მინისტრს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც…

„როდემდე დაიმალებით ან თქვენ, ან სხვები?! ყველას მოუწევს პასუხისგება,- ასე მიმართა ჯანდაცვის მინისტრს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც უდუმაშვილმა განაცხადა, ხელისუფლების ქმედებები არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული.

"მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს, რომელიც ერთი თვეა დამალულია და რომლის პასუხისმგებლობაა იზრუნოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე - როდემდე დაიმალებით ან თქვენ, ან სხვები?! როდემდე დაიმალებით?! ყველას მოუწევს პასუხისგება იმ ქმედებებზე, რომელსაც ჩადიან დღეს არა მხოლოდ სააკაშვილის წინააღმდეგ, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ. ესაა სახელმწიფოს ფეხქვეშ გათელვა. საქართველო არ გახდება რუსეთის ნაწილი, ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის ნაწილი და ჩვენი გზა ევროპისკენაა",- განაცხადა უდუმაშვილმა.

ამასთან, როგორც უდუმაშვილმა განაცხადა, აქციები გაგრძელდება და ყველა სახელმწიფო უწყებასთან მივლენ, "რომელიც სახელმწიფოს წინაშე დანაშაულს ჩადის".

"ჩვენი აქციები იქნება ყოველდღიური. დღეს რუსთაველის გამზირზე ვართ, ხვალ და ზეგ სხვა ლოკაციაზე ვიქნებით. ყველა სახელმწიფო უწყებას მივადგებით, რომელიც დანაშაულს ჩადის სახელმწიფოს წინაშე. ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება. არ მივცემთ ხელსუფლებას საბაბს, პროვოკაციებზე წამოგვაგოს. ჩვენი აქციები არის არაძალადობრივი, მაგრამ მტკიცე და ხმამაღალი ჩვენ საბოლოოდ გავიმარჯვევთ",- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

İpn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →