—

ხატია დეკანოიძის განცხადებით, მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდება

37
ხატია დეკანოიძის განცხადებით, მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდება
მოსასმენად დააჭირეთ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, მშვიდობიანი პროტესტი მუდმივად გაგრძელდება.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, მშვიდობიანი პროტესტი მუდმივად გაგრძელდება.

როგორც მან ჟურნალისტებს ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა, აქციის მონაწილეები პოლიციასთან არანაირ ინტერაქციას არ აპირებენ და აქციას მშვიდობიანად გამართავენ.

დეკანოიძე აფრთხილებს პოლიციას, რომ „გონივრულად მოიქცნენ, რადგან სულ ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი არ იქნებიან სათავეში, გაუფრთხილდნენ საქართველოს მოქალაქეებს“.

„რა თქმა უნდა, ასეთი პროტესტი მუდმივად იქნება, ეს არ არის ის პროტესტი, რომელიც რეალურად ჩვენ დაგვღლის. გუშინ საშუალება მქონდა მიხეილ სააკაშვილი მენახა. გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო კლინიკის იმ ფლიგელში, სადაც მიხეილ სააკაშვილი განათავსეს, საერთოდ არავითარი სამედიცინო აპარატურა არ არის. მისი თქმით, გაცილებით უფრო მეტ სამედიცინო დახმარებას იღებდა ის, რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვიდრე გლდანში. შესაბამისად, აუცილებელია მისი დაუყოვნებლივ გადაყვანა სამოქალაქო სამედიცინო ცენტრში. იმ შემთხვევაში, თუ გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში, აპირებს შეწყვიტოს შიმშილობა. შესაბამისად, ჩვენი მთავარი მოთხოვნაა გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე, ასევე ელენე ხოშტარიას სიცოცხლე“, - განაცხადა დეკანოიძემ და აღნიშნა, რომ პროტესტი სულ გაგრძელდება.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →