—

ლიზა იასკო - სააკაშვილს სჭირდება მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი სამედიცინო დახმარება

21
ლიზა იასკო - სააკაშვილს სჭირდება მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი სამედიცინო დახმარება
მოსასმენად დააჭირეთ

მიხეილ სააკაშვილს სჭირდება მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი სამედიცინო დახმარება, ამაზეა საუბარი სტრასბურგის სასამართლოს დასკვნაშიც, – ამის შესახებ რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ გლდანის მე-18 სამკურნალო…

მიხეილ სააკაშვილს სჭირდება მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი სამედიცინო დახმარება, ამაზეა საუბარი სტრასბურგის სასამართლოს დასკვნაშიც, – ამის შესახებ რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, მისი თქმით, მეოთხე დღეა, მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულების შესაძლებლობა არ ეძლევა.

„დარწმუნებული ვარ, სააკაშვილს სჭირდება მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი სამედიცინო დახმარება. ეს ცხადია და ამაზეა საუბარი სტრასბურგის სასამართლოს დასკვნაშიც, რომელიც მივიღეთ ორი დღის წინ. რა თქმა უნდა, მას სჭირდება სამედიცინო დახმარება. როგორ შეიძლება ადამიანის გადაყვანა ჩვეულებრივ ციხეში სამედიცინო აღჭურვილობის გარეშე. ეს შეუძლებელია და არღვევს მის უფლებებს. მეორე საკითხია ის, რომ მე უკვე მეოთხე დღეა, აქ ვიმყოფები და ველოდები დოკუმენტებს, რომ მოვინახულო. კვლავ მეუბნებიან, რომ დოკუმენტები ჯერ მზადების პროცესშია. ვფიქრობ, ეს არის ჩემი და მისი უფლების დარღვევა. რამდენ ხანს უნდა ველოდო და რატომ უნდა ველოდო? რატომ არ ყოფილა ეს პრობლემა აქამდე და ახლა გახდა?“ – განაცხადა ლიზა იასკომ.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →