—

მიხეილ სააკაშვილი - კადრები უმძიმესად აზიანებს თავად ხელისუფლებას

40
მიხეილ სააკაშვილი - კადრები უმძიმესად აზიანებს თავად ხელისუფლებას
მოსასმენად დააჭირეთ

დღეს გავრცელებული კადრები, უმძიმესად აზიანებს თავად ხელისუფლებას - ამიტომ თითქოს პარადოქსია, რატომ გამოაქვეყნა ხელისუფლებამ ეს კადრები, თუმცა ამ პარადოქსს სრულიად ცხადი ახსნა აქვს - მოხდეს ქართველი პატრიოტების უკიდურესი…

დღეს გავრცელებული კადრები, უმძიმესად აზიანებს თავად ხელისუფლებას - ამიტომ თითქოს პარადოქსია, რატომ გამოაქვეყნა ხელისუფლებამ ეს კადრები, თუმცა ამ პარადოქსს სრულიად ცხადი ახსნა აქვს - მოხდეს ქართველი პატრიოტების უკიდურესი გაბრაზება იმდენად, რომ ხელისუფლების მომდევნო პროვოკაციებმა გამოიწვიოს სამოქალაქო დაპირისპირება, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერილში წერს, რომელიც მისმა უფლებადამცველმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს გლდანის 18-ე დაწესებულებიდან გამოსვლისას გააცნო.

როგორც სააკაშვილი წერს, მისი შიმშილობა რუსების და მოქმედი ხელისუფლების ბრძოლის იარაღი ხდება.

„მივმართავ ყველა ქართველს, ხელისუფლების ქმედებები ჩემი შიმშილობის პირველი დღიდან დღემდე მიზანმიმართული და დაგეგმილი მკვლელობის ოპერაციაა - დამკვეთი ერთადერთია, ვლადიმერ პუტინი.

დღეს გავრცელებული კადრები, რომლებიც კარგად ასახავს, ვინ არის გამარჯვებული და ვინ ბნელეთის მხარეს, უმძიმესად აზიანებს თავად ხელისუფლებას, ამიტომ თითქოს პარადოქსია, რატომ გამოაქვეყნა ხელისუფლებამ ეს კადრები, თუმცა ამ პარადოქსს სრულიად ცხადი ახსნა აქვს - მოხდეს ქართველი პატრიოტების უკიდურესი გაბრაზება იმდენად, რომ ხელისუფლების მომდევნო პროვოკაციებმა გამოიწვიოს სამოქალაქო დაპირისპირება, რასაც მოჰყვება რუსეთის შემოსვლა და ქვეყნის ოკუპაცია მათ მიერ საზღვართან მიმდინარე საფრთხეების განეიტრალების „საფარ ქვეშ“. შესაბამისად, მე როგორც ამ ქვეყნის თავგადაკლული პატრიოტი, დამფუძნებელი თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოსი არ მაქვს უფლება არ შევეწინააღმდეგო ამ კატასტროფიული სცენარის განვითარებას. ჩემი შიმშილობა უკვე ხდება რუსების და მოქმედი ხელისუფლების ბრძოლის იარაღი, ოღონდ არა ჩემს, არამედ ჩემი ქვეყნის საწინააღმდეგოდ“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →