—

რა შემთხვევაში დააბრუნებენ მიხეილ სააკაშვილს რუსთავის ციხეში?

65
 რა შემთხვევაში დააბრუნებენ მიხეილ სააკაშვილს რუსთავის ციხეში?
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას თუ შეწყვეტს, ის მე-12 დაწესებულებაში დაბრუნდება. მისი თქმით, შიმშილობის შეწყვეტისკენ პატიმარს სტრასბურგის სასამართლომაც მოუწოდა…

საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას თუ შეწყვეტს, ის მე-12 დაწესებულებაში დაბრუნდება. მისი თქმით, შიმშილობის შეწყვეტისკენ პატიმარს სტრასბურგის სასამართლომაც მოუწოდა, რასაც მინისტრი ჰუმანურ გადაწყვეტილებად აფასებს. "მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლიიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანა იყო ერთადერთი მოთხოვნა, რაც სასამართლოს წინაშე დაყენებული ჰქონდათ პატიმარ სააკაშვილის ადვოკატებს. ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან და სტრასბურგის სასამართლომ მას დაჟინებით მოუწოდა შიმშილობის სეწყვეტისკენ. ეს არის ძალიან ჰუმანური გადაწყვეტილება, რომლის სულისკვეთებას ჩვენ თავიდან ბოლომდე ვიზიარებთ. ჩვენ ვიყავით ის ხალხი, რომლებიც ვთავაზობდით მას პროტოკოლის მიხედვით, ვუხსნიდით, თუ რა მავნე ზეგავლენა აქვს მაგალითად, შიმშილობას ადამიანის ჯანმრთელობაზე. მეორე მხარეს შეხედეთ, პირდაპირი ეთერის მეშვეობით რომ მოუწოდებენ, არ შეწყვიტოს შიმშილობა, რომ ამ შემთხვევაში ის, როგორც პოლიტიკოსი, განადგურდება, რა არის ეს, თუ არა პატიმარზე ძალადობა. როდესმე გაგიგიათ მსგავსი განცხადება ჩვენი მხრიდან ან ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვა მაინც? არა, ვერც იხილავთ, რადგან ნებისმიერი პატიმარი არის ჩვენი ზრუნვის საგანი."

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →