—

რატი ბრეგაძის განცხადებით, გადაწყვეტილებას, რომელ სამკურნალო დაწესებულებაში მოათავსებენ მიხეილ სააკაშვილს, იღებს პენიტენციური სამსახური და არა სააკაშვილი

60
რატი ბრეგაძის განცხადებით, გადაწყვეტილებას, რომელ სამკურნალო დაწესებულებაში მოათავსებენ მიხეილ სააკაშვილს, იღებს პენიტენციური სამსახური და არა სააკაშვილი
მოსასმენად დააჭირეთ

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, გადაწყვეტილებას, რომელ სამკურნალო დაწესებულებაში მოათავსებენ მიხეილ სააკაშვილს, იღებს პენიტენციური სამსახური და არა თავად სააკაშვილი. მინისტრის განცხადებით, სააკაშვილმა…

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, გადაწყვეტილებას, რომელ სამკურნალო დაწესებულებაში მოათავსებენ მიხეილ სააკაშვილს, იღებს პენიტენციური სამსახური და არა თავად სააკაშვილი. მინისტრის განცხადებით, სააკაშვილმა იცოდა, რომ კლინიკაში, სამკურნალო დაწესებულებაში გადადიოდა, თუმცა, მინისტრს არ დაუზუსტებია, მიაწოდეს თუ არა მას ინფორმაცია გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით.

„კადრებში ნაჩვენებია შესახლების ფაქტი. ეს კადრები აჩვენებს საზოგადოებას, როგორ იტყუება ერთ-ერთი ადვოკატი, თითქოსდა რეანიმობილი გაჩერდა 30 მეტრის მოშორებით პენიტენციური დაწესებულებიდან. ასევე, ეს კადრები აჩვენებს თუ როგორ მიაყენა პატიმარმა ფიზიკური შეურაცხყოფა ჩვენს თანამშრომელს და ასევე როგორ დააზიანა სამედიცინო ტექნიკა. მან იცოდა, რომ გადადიოდა კლინიკაში და სამკურნალო დაწესებულებაში. გადაწყვეტილებას, სად, რომელ პენიტენციურ დაწესებულებაში იქნება ის გადაყვანილი, იღებს არა პატიმარი, არამედ იღებს სპეციალური პენიტენციური სამსახური მისი ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ფაქტორებიდან გამომდინარე“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ამასთან, ბრეგაძემ აღნიშნა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას შეწყვეტს, ის მე-12 დაწესებულებაში დაბრუნდება.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →