—

ლევან იოსელიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს უფლება უნდა ჰქონოდა, სასამართლო სხდომას დასწრებოდა

37
 ლევან იოსელიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს უფლება უნდა ჰქონოდა, სასამართლო სხდომას დასწრებოდა
მოსასმენად დააჭირეთ

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს უფლება უნდა ჰქონოდა, სასამართლო სხდომას დასწრებოდა.

როგორც იოსელიანმა განმარტა, კანონმდებლობა ორ შემთხვევას ითვალისწინებს, როცა მსჯავრდებული შეიძლება სხდომას არ ესწრებოდეს - ეს არის ის ვითარება, როცა თავად ამბობს უარს სხდომაზე დასწრებაზე, ან სასამართლოს მიერ არის გაძევებული.

"არც ერთ და არც მეორე შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. სააკაშვილმა დისტანციურ სხდომაზე უარი განაცხადა. ყველა პირობა არსებობდა, რომ სხდომაზე ყოფილიყო და სახელმწიფოს უნდა უზრუნველეყო როგორც სხდომაზე მისი დასწრება, ასევე მისი დაცვა მისი მხარდამჭერების აქციისგან. საპირისპირო რომ მოხდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი, როგორც მსჯავრდებულის უფლება დაირღვა, მიუხედავად იმისა, რომ ამ სხდომაზე არსებითად არ განიხილებოდა მისი არც ერთი საქმე, განიხილებოდა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი, რაც ფორმალური ხასიათის იყო", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →