—

ლევან იოსელიანი - არჩევნების შემდეგ ორივე მხარე - “ოცნება” და “ნაცმოძრაობა” ზეიმობს, რაც სტრასბურგის სასამართლოს განცხადებაზე ხდება, სწორედ ამ ოპერის გაგრძელებაა

30
ლევან იოსელიანი - არჩევნების შემდეგ ორივე მხარე - “ოცნება” და “ნაცმოძრაობა” ზეიმობს, რაც სტრასბურგის სასამართლოს განცხადებაზე ხდება, სწორედ ამ ოპერის გაგრძელებაა
მოსასმენად დააჭირეთ

წლებია თვალს ვადევნებთ პროცესს, როცა არჩევნების შემდეგ ორივე მხარე - “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ზეიმობს - რაც სტრასბურგის სასამართლოს განცხადებასთან დაკავშირებით ხდება სწორედ ამ ოპერის გაგრძელებაა…

წლებია თვალს ვადევნებთ პროცესს, როცა არჩევნების შემდეგ ორივე მხარე - “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ზეიმობს - რაც სტრასბურგის სასამართლოს განცხადებასთან დაკავშირებით ხდება სწორედ ამ ოპერის გაგრძელებაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორ იოსელიანმა აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლო მიხეილ სააკაშვილს განსაკუთრებით დააკვირდება.

"გუშინ ვიხილეთ, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებით ისევ ორივე მხარე კმაყოფილი იყო. ამ გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა შიმშილობა შეწყვიტოს და ამავე დროს პენიტენციურ სამსახურს დაავალა, რომ ყველა ინფორმაცია მიაწოდოს მისი ჯანმრთელობის შესახებ და იზრუნოს მის ჯანმრთელობაზე შიმშილობის შემდგომ პერიოდში ანუ იზრუნოს მის რეაბილიტაციაზე. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეს წერია, რომელსაც თავიდან ბოლომდე ვიზიარებ. სტრასბურგის სასამართლო მიხეილ სააკაშვილს განსაკუთრებით დააკვირდება. რამდენადაც ვიცი, სხვა საჩივრებიც არის შეტანილი და არ გამოვრიცხავ, რომ ამ საჩივრებზეც მალე იყოს პასუხი", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →