—

გიგი უგულავა მოსამართლეს - სააკაშვილი მოტყუებით ხომ გაიდაიყვანეს გლდანის საწამებელ ადგილზე, ახლა მოტყუებით გადმოიყვანეთ, უთხარით, ვითომ საავადმყოფოში მიგყავთ და სასამართლოში მოიყვანეთ

50
გიგი უგულავა მოსამართლეს - სააკაშვილი მოტყუებით ხომ გაიდაიყვანეს გლდანის საწამებელ ადგილზე, ახლა მოტყუებით გადმოიყვანეთ, უთხარით, ვითომ საავადმყოფოში მიგყავთ და სასამართლოში მოიყვანეთ
მოსასმენად დააჭირეთ

მოტყუებით ხომ გაიდაიყვანეს რუსთავის ციხიდან გლდანის საწამებელ ადგილზე, ახლა მოტყუებით გადმოიყვანეთ ის კაცი, უთხარით, ვითომ საავადმყოფოში მიგყავთ და სასამართლოში მოიყვანეთ“, - ამის შესახებ 7 ნოემბრის საქმის ერთ-ერთმა…

მოტყუებით ხომ გაიდაიყვანეს რუსთავის ციხიდან გლდანის საწამებელ ადგილზე, ახლა მოტყუებით გადმოიყვანეთ ის კაცი, უთხარით, ვითომ საავადმყოფოში მიგყავთ და სასამართლოში მოიყვანეთ“, - ამის შესახებ 7 ნოემბრის საქმის ერთ-ერთმა ბრალდებულმა გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართება.

როგორც უგულავა განმრატავს, მიხეილ სააკაშვილი მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალით გადაიყვანეს იმ დაწესებულებაში, სადაც მისი უსაფრთხოება არ არის უზრუნველყოფილი.

„მე მაქვს წინადადება. ის კაცი მოტყუებით ხომ გაიდაიყვანეს რუსთავის ციხიდან გლდანის საწამებელ ადგილზე, ახლა მოტყუებით გადმოიყვანეთ ის კაცი, უთხარით, ვითომ საავადმყოფოში მიგყავთ და სასამართლოში მოიყვანეთ. ფაქტია, რომ ის პირი, რომლის საქმესაც თქვენ განიხილავთ, მისი ნების საწინააღმდეგოდ ძალით გადაიყვანეს იმ დაწესებულებაში, სადაც მისი უსაფრთხოება არ არის უზრუნველყოფილი. მისი უფლებების აბსოლუტური იგნორირებით გამოაქვეყნეს მისი პირადი კადრები ციხის საკნიდან და სამედიცინო ოთახიდან. ასეთი უმსგავსობა არცერთი პატიმრის მიმართ ძალიან დიდი ხანია, ალბათ, თქვენც არ გინახავთ.

ეს ადამიანი, ამ წუთას არის ის პირი, ბრალდებული, რომლის საქმესაც განიხილავთ. მათ შორის, სამართლებრივად შეუძლებელია ამდენი კანონდარღვევა ხდებოდეს საჯაროდ პირის მიმართ და თქვენ არ გქონდეთ ინტერესი, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს მისი საჯაროდ დასწრება და ამაზე მიიღოთ პასუხები“, - აღნიშნავს უგულავა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →