—

ანდრიუს კუბილიუსი სააკაშვილს - ჩემი სურვილი და თხოვნაა, შეწყვიტე შიმშილობა, შენი ჯანმრთელობა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ

25
ანდრიუს კუბილიუსი სააკაშვილს - ჩემი სურვილი და თხოვნაა, შეწყვიტე შიმშილობა, შენი ჯანმრთელობა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ
მოსასმენად დააჭირეთ

მსურს, მივმართო პირდაპირ მიხეილ სააკაშვილს, შიმშილობით მან ბევრს მიაღწია, მიაპყრო ყურადღება იმისკენ, რაც ხდება საქართველოში და ჩემი, როგორც მიშა სააკაშვილისა და საქართველოს მეგობრის, სურვილი და თხოვნა ძალიან მარტივია…

მსურს, მივმართო პირდაპირ მიხეილ სააკაშვილს, შიმშილობით მან ბევრს მიაღწია, მიაპყრო ყურადღება იმისკენ, რაც ხდება საქართველოში და ჩემი, როგორც მიშა სააკაშვილისა და საქართველოს მეგობრის, სურვილი და თხოვნა ძალიან მარტივია: შეწყვიტოს შიმშილობა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა პროექტ „სასაზღვრო ზონას“ მიერ ორგანიზებულ ვებინარზე საუბრისას განაცხადა, რომლის თემა იყო: „საქართველოს შიდა გამოწვევები: გავლენა ეროვნულ უსაფრთხოებაზე და დასავლურ ინტეგრაციაზე“.

ევროპარლამენტარის თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

„იცით, როგორც ექცევა მმართველი პარტია სააკაშვილს, რაც ძალიან ცუდი და სამწუხაროა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რამდენს მიაღწია სააკაშვილმა იმისთვის, რომ საქართველო იმ დროს და ბოლო დრომდე ყოფილიყო ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროინტეგრაციის სურვილში. არ ვიცი, რა დაარწმუნებს მმართველ პარტიას იმაში, რომ შეიცვალოს დამოკიდებულება. მაგრამ მსურს, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მივმართო პირდაპირ მიხეილ სააკაშვილს, შიმშილობით მან ბევრს მიაღწია, მიაპყრო ყურადღება იმისკენ, რაც ხდება საქართველოში და ჩემი, როგორც მიშა სააკაშვილისა და საქართველოს მეგობრის, სურვილი და თხოვნა ძალიან მარტივია: შეწყვიტე შიმშილობა, შენი ჯანმრთელობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ. ეს იქნება ჩემი პირველი გზავნილი,“- აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →