—

ზაალ უდუმაშვილი - პანიკური შიში აქვთ მიხეილ სააკაშვილის

22
ზაალ უდუმაშვილი - პანიკური შიში აქვთ მიხეილ სააკაშვილის
მოსასმენად დააჭირეთ

პანიკური შიში აქვთ მიხეილ სააკაშვილის. მიხეილ სააკაშვილის ეშინოდათ, როდესაც ის იყო უკრაინაში და მითუმეტეს ეშინიათ, როდესაც ის არის საქართველოში, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი…

პანიკური შიში აქვთ მიხეილ სააკაშვილის. მიხეილ სააკაშვილის ეშინოდათ, როდესაც ის იყო უკრაინაში და მითუმეტეს ეშინიათ, როდესაც ის არის საქართველოში, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი პენიტენციური სამსახურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში გადაყვანაზე უარი თქვა.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, ყველაფერს გააკეთებენ სააკაშვილის ჯერ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისთვის და შემდგომ ციხიდან მისი გათვისუფლებისთვის. გარდა ამისა, როგორც მან განმარტა, ყოველ საღამოს დააანონსებენ შემდგომი დღის სამოქმედო განრიგს.

„მიუხედავად იმისა, რომ ის ახლა გლდანის ციხეში იმყოფება ძალიან მძიმე პირობებში, 41-ე დღეა, თუ არ მეშლება უკვე შიმშილობის. მიუხედავად ამისა, აქვთ პანიკური შიში. ბუნებრივია, არც მქონდა მოლოდინი, რომ მიხეილ სააკაშვილს მოიყვანდნენ, იმიტომ, რომ მას არ გამოაჩენენ საზოგადოების წინაშე, საზოგადოებამ დაინახოს ან მისი ვიზუალი ან ხმა გაიგონო, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. რაც მთავარია, მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ და შემდგომ გათავისუფლდეს. ამ ბრძოლას ბოლომდე აუცილებლად მივიყვანთ. დღეს, ყველამ ნახა რაც მოხდა, მართლაც გავეშებულები დაგვსდევდნენ აქციის მონაწილეებს, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას აძლევს ჩვენს თითოეულ თანამოქალაქეს, რომ ხვალ ათჯერ მეტი მოქლაქე გამოვიდეს ქუჩაში“, - აცხადებს უდუმაშვილი.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →