—

აქტივისტებმა სუს-თან გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს

20
აქტივისტებმა სუს-თან გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს
მოსასმენად დააჭირეთ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან, სადაც ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ხმაური და სამართალდამცველებთან დაპირისპირება გრძელდება.

აქტივისტებმა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს და გარკვეული დროის განმავლობაში ავტომობილებს სრულფასოვნად გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.

აქციაზე ცოტა ხნის წინ რამდენიმე პირი დააკავეს. ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის არიან დაკავებული. 

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის განცხადებით, ისინი სუს-ის შენობის ბლოკირებას ცდილობდნენ.

ოპოზიცია 4 ლოკაციაზე აქციებს მართავს. აქციაზე მყოფი პირები ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, ასევე სუს-ის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრას, ვინაიდან მათი თქმით, სწორედ ამ უწყების ხელმძღვანელის დავალებით ხდება მოქალაქეების უკანონო მიყურადება.

(report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →