—

საქართველო 12-15 წლის მოზარდებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას იწყებს

22
საქართველო 12-15 წლის მოზარდებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას იწყებს
მოსასმენად დააჭირეთ

იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დასაშვები ხდება. ამის შესახებ შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საბჭოს სხდომის დასრულების…

იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დასაშვები ხდება. ამის შესახებ შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“საბჭომ მხარი დაუჭირა 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროცესს ფაიზერის ვაქცინის ორი დოზით. ამდენად, მშობლის გადაწყვეტილებით და თანხმობით, რაც გახლავთ აუცილებელი მოთხოვნა არასრულწლოვანში სამედიცინო ჩარევის ჩატარების შემთხვევაში, 12-დან 15 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ მიმართონ ამცრელ ცენტრებს და მიიღონ ვაქცინაცია ფაიზერის დოზით. ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელი მაღალი არ არის, მაგრამ ბუნებრივია, ბავშვის ინფიცირებაც შესაძლებელია და ის თავადაც შეიძლება გახდეს ინფექციის წყარო. ბევრმა ქვეყანამ უკვე დაიწყო ვაქცინაციის პროცესი. თუმცა, საბედნიეროდ, ბავშვებში ინფექციის გავრცელება მაღალიც არ არის და არც გამოსავლებია რთული, თუ არ გვაქვს საქმე რაიმე ქრონიკულ დაავადებასთან”, - დასძინა მინისტრის მოადგილემ.

(report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →