—

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები იუსტიციის სამინისტროსთან აქციას მართავენ

22
“ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები იუსტიციის სამინისტროსთან აქციას მართავენ
მოსასმენად დააჭირეთ

იუსტიციის სამინისტროსთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია და სხვა ლიდერები…

იუსტიციის სამინისტროსთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია და სხვა ლიდერები სამინისტროსთან მთავრობის ადმინისტრაციიდან მსვლელობით მივიდნენ.

მათი მოთხოვნაა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და გათავისუფლება.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ ხმის აპარატურა და სიტყვით გამოსვლებისთვის ემზადებიან.

სამინისტოს შესასვლელთან სამართალდამცველებს კორდონი აქვთ მოწყობილი, შენობასთან მისასვლელი კიბე კი მთლიანად ბლოკირებულია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო ცენტრში გუშინ გადაიყვანეს.(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →