—

ელენე ხოშტარიამ გონება დაკარგა - პარლამენტში სასწრაფო დახმარების ჯგუფი იმყოფება

25
ელენე ხოშტარიამ გონება დაკარგა - პარლამენტში სასწრაფო დახმარების ჯგუფი იმყოფება
მოსასმენად დააჭირეთ

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც მეექვსე დღეა პარლამენტის შენობაში შიმშილობს, შეუძლოდ გახდა.

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც მეექვსე დღეა პარლამენტის შენობაში შიმშილობს, შეუძლოდ გახდა. 

ცოტა ხნის წინ, პარლამენტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა.

ხოშტარიამ მცირე ხნით გონება დაკარგა. 

სასწრაფო დახმარების ექიმის განცხადებით, რადგან ხოშტარიას გონების დაკარგვის ერთი ეპიზოდი ჰქონდა, სასურველია, ის სტაციონარში გადავიდეს.

მისივე თქმით, სასიცოცხლო პარამენტრები ახლა ნორმის ფარგლებშია.

"ეტყობა წნევის ვარდნის ეპიზოდი ჰქონდა, ჩვენ რომ გავსინჯეთ 120/70-ზე იყო, გლუკომეტრით გავზომეთ, სატურაცია, ყველაფერი ნორმის ფარგლებშია, მედიკამენტოზურ დახმარებაზე უარი განაცხადა, ჰოსპიტალიზაციაზეც. გონების დაკარგვის ეპიზოდი ჰქონდა, სანამ მოვიდოდით, რადგან ჰქონდა ასეთი ეპიზოდი, სასურველია გადავიდეს სტაციონარში,"- განაცხადა სასწრაფო დახმარების ექიმმა.

(report)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →