—

მეუფე ნიკოლოზი - მიხეილ სააკაშვილს გარეგნულადაც ეტყობა 40 დღის შიმშილი და ძალიან დასუსტებულია

20
მეუფე ნიკოლოზი - მიხეილ სააკაშვილს გარეგნულადაც ეტყობა 40 დღის შიმშილი და ძალიან დასუსტებულია
მოსასმენად დააჭირეთ

მიხეილ სააკაშვილს გარეგნულადაც ეტყობა 40 დღის შიმშილი და ძალიან დასუსტებულია, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, მონახულების შემდეგ…

მიხეილ სააკაშვილს გარეგნულადაც ეტყობა 40 დღის შიმშილი და ძალიან დასუსტებულია, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, მონახულების შემდეგ განაცხადა.

მეუფის შეფასებით, სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა ჰუმანური და საჭიროა. მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტს განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება.

"მე ვიმყოფებოდი სულ თავიდან საპყრობილეში, როდესაც რამდენიმე დღის შემოსული იყო. ვნახე სრულად ჯანმრთელი, ახლა გარეგნულადაც ეტყობა 40 დღის შიმშილი და ძალიან დასუსტებულია. აბსოლუტურად საღად აზროვნებს, რაც მე შევატყვე, ოღონდ ძალიან დასუსტებულია.

კლინიკაში გადაყვანაზე ვფიქრობ, რომ ადამიანურია, ჰუმანურია და საჭიროა. ის მძიმე სტრესის ქვეშ არის, 40 დღეა მარხულობს და განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანმა უნდა აგოს თავის დანაშაულზე პასუხი, მაგრამ განსჯა უნდა იყოს ადეკვატური“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →