—

ზურაბ ჯაფარიძე - მიხეილ სააკაშვილის, როგორც პაციენტის უფლებები ირღვევა, რასაც პოლიტიკური მოტივი აქვს

26
ზურაბ ჯაფარიძე - მიხეილ სააკაშვილის, როგორც პაციენტის უფლებები ირღვევა, რასაც პოლიტიკური მოტივი აქვს
მოსასმენად დააჭირეთ

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, როგორც პაციენტის უფლებები ირღვევა, რასაც პოლიტიკური მოტივი აქვს.

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, როგორც პაციენტის უფლებები ირღვევა, რასაც პოლიტიკური მოტივი აქვს.

როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან რუსთავის ციხესთან აქციის დაწყებამდე განაცხადა, ის უერთდება მოთხოვნას, რომ მიხეილ სააკაშვილი მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაიყვანონ.

„მიუხედავად იმისა, ვინმეს მიხეილ სააკაშვილი მოსწონს, არ მოსწონს, როგორ აფასებს მის წარსულს, შინაარსი არ აქვს. სინამდვილეში რაც ხდება არის ის, რომ მისი უფლებები ირღვევა, როგორც პაციენტის. ამას აკეთებენ პოლიტიკური მოტივაციით, ფაქტობრივად, ადამიანს კლავენ. ამის გამო ვარ მოსული“, - აღნიშნავს ჯაფარიძე.

ასევე, ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ ჭიანურდება მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანა, ჯაფარიძე განმარტავს, რომ აღნიშნულს პოლიტიკური მიზეზი აქვს.

„არ ვიცი რამდენად ჰქვია გაჭიანურება, ჯერ არ გადაჰყავთ. თუ გადაიყვანენ, შეიძლება შემდეგ ვთქვათ, რომ აჭიანურებდნენ. ამის მიზეზი პოლიტიკურია, ფოკუსი იყოს თავიდან ბოლომდე აღნიშნულზე, მათ შორის, მედიის ყურადღება. არავინ ისაუბროს, რომ არჩევნები გაყალბდა და არალეგიტიმური ხელისუფლება გვყავს, რომელსაც უზურპირებული აქვს ძალაუფლება. ამისთვის წირავენ ადამიანს“, - აღნიშნავს ჯაფარიძე.

ამასთან, ის განმარტავს, რომ უერთდება ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელ არჩევნებზე.

„ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას ვუერთდები. ვფიქრობ, ვადამდელი არჩევნების მისაღწევად სხვა პროტესტიც აუცილებელია. ამით ვარ დაკავებული“, - აღნიშნავს ჯაფარიძე.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →