—

„ნაციონალური მოძრაობა“ აქციას ხვალ რუსთავის ციხესთან გამართავს

21
„ნაციონალური მოძრაობა“ აქციას ხვალ რუსთავის ციხესთან გამართავს
მოსასმენად დააჭირეთ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციას 6 ნოემბერს, 17:00 საათზე რუსთავის ციხესთან გამართავს. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციას 6 ნოემბერს, 17:00 საათზე რუსთავის ციხესთან გამართავს. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მელიამ განმარტა, აქცია იქამდე გაგრძელდება, ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხელ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.

„ხვალ, 17:00 საათზე, ძალიან ბევრნი უნდა შევიკრიბოთ რუსთავის ციხესთან, ძალიან ბევრი. ეს აქცია იქნება პერმანენტული და მზარდი. ხვალიდან ვიწყებთ აქციას ადგილზე დარჩენით. დრო და დრო ყველა პატრიოტი მოქალაქე შემოგვიერთდება ყველა რეგიონიდან, ქალაქიდან და სოფლიდან. იქ ვიქნებით, ვიდრე სააკაშვილს სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში არ გადაიყვანენ “,- განაცხადა ნიკა მელიამ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →