—

ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილი სუსტადაა, უკვე ფიზიკურადაც ეტყობა, ენერგიის ნაკლებობას განიცდის, კომუნიკაცია და გადაადგილება ამ ეტაპზე შეუძლია

22
ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილი სუსტადაა, უკვე ფიზიკურადაც ეტყობა, ენერგიის ნაკლებობას განიცდის, კომუნიკაცია და გადაადგილება ამ ეტაპზე შეუძლია
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს და ენერგიის ნაკლებობას განიცდის.

როგორც მან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ამის მიუხედავად, ჯერჯერობით სააკაშვილს კომუნიკაცია და გადაადგილება შეუძლია.

„მიხეილ სააკაშვილი არის სუსტად, უკვე ძალიან დიდი ხანია ის შიმშილობს და ეს აისახება მის ჯანმრთელობაზე. ეტყობა უკვე ფიზიკურადაც, ენერგიის ნაკლებობას განიცდის. კომუნიკაცია და გადაადგილება ამ ეტაპზე შეუძლია, თუმცა, შესამჩნევად უფრო სუსტადაა, ვიდრე წინა შეხვედრების დროს. კონსილიუმთან დაკავშირებით ცვლილებები არ არის. მესამე პრეზიდენტი კვლავინდებურად ითხოვს, რომ შესრულდეს იმ კონსილიუმის რეკომენდაციები და მითითებები, რომელიც უკვე იყო და ასევე, ალტერნატიული კონსილიუმის დაშვებას ითხოვს“,-განაცხადა თუთბერიძემ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →